logo
ENG



გერმანია უკრაინის კიბერუსაფრთხოებისთვის დამატებით 1 მილიარდ ევროს გამოყოფს

11 ნოე 202221:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/11/x8se4sbv74ml7f3.png

გერმანია უკრაინის კიბერუსაფრთხოებისთვის დამატებით 1 მილიარდ ევროს გამოყოფს. ინფორმაციას Reuters-ი იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც სააგენტომ მოიპოვა.

ცნობილი ხდება, რომ გერმანიის მთავრობამ 2023 წლის ბიუჯეტიდან დამატებით 1 მილიარდი ევრო გამოყო - თანხა რუსული კიბერშეტევებისგან დასაცავად და ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებას მოხმარდება.

Reuters-ი წერს, რომ "გერმანია უკრაინის სიდიდით მესამე სამხედრო დონორია, თუმცა ბევრად ჩამორჩება შეერთებულ შტატებს - მისი იარაღის მიწოდება გადამწყვეტი აღმოჩნდა უკრაინელი სამხედროების წარმატებისთვის ბრძოლის ველზე, რაც პარასკევს ხერსონის აღებით დასრულდა".

"უკრაინის ბიუჯეტი ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი მხარდაჭერა სცილდება მნიშვნელოვანი და აუცილებელი იარაღის მიწოდებას. ჩვენ დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ მშვიდობისთვის - ევროპასა და უკრაინაში", - თქვა გერმანელმა დეპუტატმა რობინ ვაგენერმა, რომელიც ხელმძღვანელობს უკრაინის საპარლამენტო ჯგუფს.

თანხების ნაწილი მოხმარდება ჯგუფების მხარდაჭერას, რომლებიც აღრიცხავენ ადამიანის უფლებების დარღვევისა და ომის დანაშაულების მტკიცებულებებს, მათ შორის იმ დარღვევების აღმოჩენას, რომელიც რუსეთის ჯარების გასვლის შემდეგ ვლინდება.

დამატებითი თანხა ასევე მოხმარდება სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, მათ შორის ბელორუსში, რუსეთსა და უკრაინაში ჟურნალისტების დაცვას.


close დახურვა