logo
ENG



გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

08 მაი 202213:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/08/upe1s8j0w2vvtuh.jpg

გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი ბარბელ ბასი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას ბუნდესტაგის მდივანი ენრიკო ბრისა ავრცელებს.

ბარბელ ბასი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულებასთან დაკავშირებულ სამახსოვრო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

„ბუნდესტაგის პრეზიდენტი, ბარბელ ბასი იწყებს ვიზიტს კიევში. დღეს, 8 მაისს ის პატივს მიაგებს მეორე მსოფლიო ომის ყველა მსხვერპლს და გაიხსენებს ნაციონალ-სოციალისტურ ტირანიას და გამართავს პოლიტიკურ დიალოგებს,“ - წერს ენრიკო ბრისა ტვიტერზე.


close დახურვა