logo
ENG



გერმანიის კანცლერად სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი დაინიშნა

08 დეკ 202114:10
3 წუთის საკითხავი
 
გერმანიის კანცლერად სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი დაინიშნა
bbc.com

დღეს გერმანიის ბუნდესტაგმა ოლაფ შოლცი 395 ხმით გერმანიის ახალ კანცლერად აირჩია. ინფორმაციას BBC ავრცელებს

ოლაფ შოლცი სამი პარტიისგან დაკომპლექტებულ კოალიციას გაუძღვება და ჩაანაცვლებს ანგელა მერკელს, ვინც 16 წლის განმავლობაში იკავებდა გერმანიის კანცლერის პოზიციას. მანამდე შოლცი მერკელის ხელისუფლების პირობებში ვიცე-კანცლერი იყო.

ახალი კანცლერის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გამარჯვება სექტემბრის ბოლოს იზეიმა. არჩევნების შემდეგ სოციალ-დემოკრატების პარტია მწვანეებთან და თავისუფალ დემოკრატებთან ერთად კოალიციის შექმნაზე მუშაობდა. შეთანხმებას მხარეებმა ხელი სამშაბათს მოაწერეს. აღსანიშნავია, რომ ახალ პარლამენტში შოლცის კოალიციას უმრავლესობა აქვს. 

ძალაუფლების გადაცემით მერკელის 31 წლიანი პოლიტიკური კარიერის დასასრული აღინიშნება.


close დახურვა