გერმანიის ქალაქ შტადეში, ჰამბურგის დასავლეთით მდებარე ახალგაზრდების დახმარების ცენტრში მომხდარი სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
შემთხვევის შემდეგ სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს, მათ შორის სავარაუდო თავდამსხმელი. მეორე დაკავებულის შესაძლო როლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
გამოძიების პირველადი მონაცემებით, შემთხვევა ახალგაზრდების დახმარების დაწესებულებაში მოხდა, სადაც დედებისა და შვილებისთვის საცხოვრებელი ჯგუფებია განთავსებული.
მომხდარის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. გამომძიებლების განცხადებით, არსებული მონაცემებით, ფაქტი ე.წ. კლანურ დანაშაულთან კავშირში არ არის.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. სამართალდამცავების განცხადებით, მოსახლეობისთვის საფრთხე აღარ არსებობს.
