logo
ENG



გვარამია: მოსამართლე, რომელიც რიგით საქმეს იხილავს, რეალურად ისიც ივანიშვილია

04 დეკ 201914:44
3 წუთის საკითხავი
 
xinlb5xvfclf7ws.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი იწყება. პროკურატურა მას სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" საზიანოდ მიღებულ ფინანსურ გადაწყვეტილებებს ედავება. ამ საქმეს კიდევ ორი ბრალდებული ჰყავს,  "რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანასური დირექტორი და ინტერმედიას დირექტორი. გვარამიას ბრალი ზაფხულში წარედგინა.

სასამართლო დარბაზში შესვლამდე გვარამიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ხელისუფლების ყველა შტოს ერთი ადამიანი მართავს.

„ხელისუფლების ყველა შტო არის ისეთი, როგორიც არის სასამართლო უფუნქციო და გაუქმებული, ერთი ადამიანი მართავს ხელისუფლებას და ეს ერთი ადამიანი არის ხელისუფლების უზურპატორი, ის ფორმალურად არც ერთ ხელისუფლებას არ წარმოადგენს, მაგრამ რეალურად ის არის ერთადერთი, ვინც წარმოადგენს ყველა ხელისუფლება. მოსამართლეც კი, რომელიც რიგით სასამართლო საქმეს იხილავს, ისიც ბიძინა ივანიშვილია“,-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

წინასასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება, სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი დაიწყება თუ არა საქმეზე არსებითი განხილვა.


close დახურვა