logo
ENG



გვემუქრებოდა დაჭერით, ლიკვიდაციით - ირაკლი დუმბაძე არჩილ კბილაშვილს ადანაშაულებს

01 ივნ 202014:46
3 წუთის საკითხავი
 

სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენა  და ოჯახის დისკრედიტაცია - დავით ზეიკიძის სიძე-სიმამრს და ყოფილ გენპროკურორს არჩილ კბილაშვილს ცილისმწამებლური კამპანიის გავრცელებაში ადანაშაულებს და სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.

„ლიდერფუდის“ ირგვლივ მიმდინარე სამართლებრივი დავა წლებია გრძელდება, დავით ზეიკიძეს ქალიშვილი და სიძე შანტაჟში და მუქარაში ადანაშაულებენ.

ირაკლი დუმბაძე  2018 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც მან კომპანიის 50% 1 მლნ ლარად გადასცა ზეიკიძეს.

როგორც კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებელი ირაკლი დუმბაძე აცხადებს, მის მიამრთ მუდმივად ხორციელდება მუქარები.

„დავით ზეიკიძე და არჩილ კბილაშვილი ჩვენ გვაბრალებს, რომ ჩვენ კავშირში ვართ სასამართლოსთან და კორუფციულ გარიგებაში შევედით. ამასთან დაკავშირებით ჩვენ სამართლებრივი დევნის განხორციელებას ვაპირებთ და წარმოებას დავიწყებთ. მუდმივად გვემუქრებოდა დაჭერით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით და ლიკვიდაციითაც კი“, - განაცხადა დუმბაძემ

ადვოკატის ავთანდილ თეთრაშვილის თქმით, დუმბაძის მიმართ თვალთვალი ხორციელდება.

„თუ სადმე დაინახა დანაშაულის ნიშნები, პირველ რიგში, პორკურატურაში უნდა წავიდეს. ამის ნაცვლად, პრესის საშუალებით, ცდილობს, ზეგავლენა მოახდინოს სასამართლოზე. ცდილობს კიდევ უფრო დაამძიმოს ირაკლი დუმბაძის მორალური დმგომარეობა. დაფიქსირებულიცაა დრონები დაფრინავენ ძალიან ხშირად, მიუხედავად იმისა, რომ გარშემო არავინ ცხოვრობს თითქმის. მანქანების ადევნებაცაა და ამასთან დაკავშირებით პროკურატურასაც მივმართეთ“, - განაცხადა ადვოკატმა.

დუმბაძის მხარეს ორი ინსტანციის სასამართლო უკვე მოგებული აქვს, ზეიკიძის მხარე მართლმსაჯულების სისტემაში შესაძლო კორუფციაზე საუბრობს.



close დახურვა