საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის გვირაბის მიმდებარე ფერდზე მიწის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ ჩაიკეტა. ამ მონაკვეთზე უკვე რამდენიმე საათია საცობია და მოქალაქეებს გადაადგილება უჭირთ.
დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
"საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 155 -ე კილომეტრთან (რიკოთის მონაკვეთი), გზის მიმდებარე ფერდზე ჩამოიშალა მიწის ნაწილი, რის გამოც ნაწილობრივ ჩაიკეტა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. ამ დროისათვის ავტოტრანსპორტის გადაადგილება მიმდინარეობს ერთ ზოლზე უკვე აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები საავტომობილო მიმოსვლის უმოკლეს დროში აღდგენის მიზნით", - ნათქვამია ინფორმაციაში.