უფლებადამცველი გია გვილავა 20 ივნისის მოვლენების სრულფასოვან გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვს. მისი განცხადებით, დაზარალებულის სტატუსის მინიჭების სტატისტიკა გამოძიების არაობიექტურობაზე მეტყველებს.
„დაზარალებულის სტატუსის მინიჭების სტატისტიკა რაც გვაქვს, ცალსახად მეტყველებს გამოძიების არაობიექტურობაზე და ცალმხრივობაზე. ეს ალბათ ერთის მხრივ იყო დანახება, პოლიტიკური ნაბიჯი, რომ მეორე მხარეს უფრო მეტი დაშავდა, მაგრამ, სამწუხაროდ, კარგად ვნახეთ იმ დღეს მომხდარი მოვლენები. გაცილებით უფრო მძიმე შედეგები დადგა დემონსტრანტების მხარეს. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ უფლებაში უხეშად ჩაერია ხელისუფლება. დემონსტრანტების მხარეს უფრო მძიმე იყო შედეგი და გამოჩნდა, რა პრობლემები გვაქვს პოლიციაში და რა დღეშია სისტემა. ეს სტატისტიკა იმას ნიშნავს, რომ გამოძიება არის ცალმხრივი“, - აცხადებს გია გვილავა.
20-21 ივნისის ღამის შემდეგ, დაზარალებულის სტატუსი ამ დროისთვის 68 სამართალდამცველს აქვს მინიჭებული, ხოლო დაზარალებული ადამიანებიდან 8 პიროვნებას.
