logo
ENG



გია უდესიანის ოჯახი ხელისუფლებას ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს

22 დეკ 201917:02
3 წუთის საკითხავი
 
0gcb5guoogflkhw.png

ბიზნესმენ გია უდესიანის დის აცხადებს, რომ მას ავტომობილზე უცნობმა პირებმა იარაღი დაუდეს.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ეს ფაქტი გია უდესიანის წინააღმდეგ ხელისუფლების ბრძოლას უკავშირდება. მათივე შეფასებით, ასეთი ფაქტებით ხელისუფლება უდესიანის ოჯახის წევრებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ცდილობს.

უდესიანის დამ იარაღი გაბრიელ სალოსის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსთან აღმოაჩინა. სამართალდამცველების ინფორმაციით, იარაღი ცეცხლსასროლი არ არის. 

შეგახსენებთ, რომ უდესიანს პროკურატურა უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებას ედავება.


close დახურვა