კომპოზიტორი გია ყანჩელი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. ქართველმა კომპოზიტორმა მსმენელს თავი კინოსა და თეატრისთვის დაწერილი მუსიკით დააამახსოვრა. ყანჩელი მოქალაქეობრივი პოზიციითაც გამოირჩეოდა, ჯანმრთელობის პრობლემის მიუხედავად, 20 ივნისის ღამის შემდეგ ის თავად დაუკავშირდა მედიას და განაცხადა, რომ ანტისაოკუპაციო აქციაზე მდგომ ახალგაზრდებს მხარს უჭერდა.
კომპოზიტორი ტაშით და საგალობლებით გააცილეს.
84 წლის გია ყანჩელი 2 ოქტომბერს გარდაიცვალა.