logo
ENG



გიგაური: ივანიშვილს ქვეყნის შიგნით არსებული პროდასავლური განწყობა აჩერებს

20 ნოე 201921:25
3 წუთის საკითხავი
 
9h8vs7a5iyrcvw0.jpg

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ საქართველოში ხალხის უმეტესობას სწორი ღირებულებები აქვს და სწორედ ეს აჩერებს მმართველ გუნდს.

„ჩვენი საზოგადოება რომ ბრძენია და სწორი ღირებულებები აქვს, ეს ფაქტია. იმიტომ არის, რომ უმრავლესობა ემხრობა ევროკავშირსა და ნატო-ს. ეს აჩერებს დღევანდელ ხელისუფლებას. სხვა შემთხვევაში ჩვენ გვექნებოდა უფრო გაფართოებული ფორმატი, ვიდრე კარასინი - აბაშიძეა. საერთოდ გაუგებარი იყო მათთვის თუ რატომ აღშფოთდა ხალხი რუსი დეპუტატის პარლამენტში მოსვლაზე. ივანიშვილს ქვეყნის შიგნით არსებული პროდასავლური განწყობა აჩერებს,“ - განაცხადა გიგაურმა.

 


close დახურვა