logo
ENG



გიგაური ოცნებაზე - არააედაკვატურები არიან და დასცინიან ხალხს

25 ნოე 201919:41
3 წუთის საკითხავი
 
udnsvin46kxy8zf.jpg

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა “ფორმულასთან“ საუბარში განაცხადა, რომ ქვეყანაში ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი ხალხს რადიკალიზაციისკენ განაწყობს.

გიგაურის თქმით, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება.

„არა ადეკვატურები არიან და დასცინიან ხალხს. ვერ ხვდებიან რა აზრია საზოგადოებაში. ვერ ხვდებიან რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას მათ სურვილებთან მიმართებაში და სურვილი ხომ ისაა, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება ყველანაირი მეთოდების გამოყენებით. გვითხრეს, რომ შეიძლება 2024 წელსაც არ გვქონდეს პროპორციული არჩევნები. გვითხრეს, რომ ვიღაცებთან იქნებიან გარიგებულები და ამით შეეცდებიან, კიდევ უფრო დიდი რაოდენობით შევიდნენ პარლამენტში. თქვეს, რომ არ გვაინტერესებს ქვეყნის მომავალი, არ გვაინტერესებს თქვენი აზრი და საერთოდ არ გვაინტერესებს დემოკრატიის ხარისხი. ეს არის ძალიან სამწუხარო, რადგან თითოეული ასეთი საკითხი ხალხს რადიკალიზაციისკენ განაწყობს. ქვეყანაში რაც შეიძლება მოხდეს, მთლიანი პასუხისმგებლობა მათზეა“, - განაცხადა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოების ნაწილი მმართველი გუნდისგან დაპირებას შესრულებას ითხოვს. კერძოდ, ჩატარდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით. 

აამავდროულად, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საკითხი დახურულია და 2020 წელს არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით გაიმართება.


close დახურვა