გარდაცვლილი მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული სამი არასრულწლოვანი ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
გადაწყვეტილება მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.
სასჯელის განსაზღვრა, თუ რამდენი წლის გატარება მოუწევთ არასრულწლოვნებს პენიტენციურ დაწესებულებაში შემდეგ სხდომაზე მოხდება, სხდომა 8 აპრილს გაიმართება.
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ბრალად წარდგენილ სამივე მუხლში დამნაშავედ იქნა ცნობილი.
კერძოდ, სამივე არასრულწლოვანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა. მათ ასევე ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მეორე ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს.
