logo
ENG



გიორგი ახვლედიანი:მეუფეები, იაკობი და პეტრე ეკლესიიდან არიან გასაშვები

28 ოქტ 201912:30
3 წუთის საკითხავი
 
uitrks30hscngdq.jpg

მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისა და პატრიარქის ჩამოცილების შესაძლო გეგმის შესახებ, "დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი ეხმაურება.

მისი განცხადებით, იაკობის განცხადებები მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უზარმაზარი ლახვარია ზურგში. ის ასევე აცხადებს, რომ ​მეუფეები, იაკობი და პეტრე ეკლესიიდან არაინ გასაშვები, რადგან როდესაც ასეთი ადამიანები მსახურობენ ეკლესიაში საზოგადოებას იქ შესვლა არ მოუნდება.

"ეს არის ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის უზარმაზარი ლახვარი ზურგში, რაც გააკეთა აი მეუფე ჰქვია, ძველი ბიჭია, მოკრიმინალო ელემენტია, თუ ვინ არის ვერ გამიგია. ეს ადამიანი, როდესაც არის ეკლესიის წარმომადგენელი, ეს იმას ნიშნავს, რომ უამრავ ადამიანს ეკლესიაში შესვლა აღარ ენდომება. ეს ადამიანი უნდა იყოს გაშვებული ეკლესიიდან და ის მეორეც პეტრე, რომელიც ყველა სიტუაციას ეძებს იმისათვის, რომ როგორმე პატრიარქს შეურაცხყოფა მიაყენოს", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, ქორეპისკოპოსმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ვანო ჩხარტიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დავალებით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური პირადად მას ილია მეორის პატრიარქის ტახტიდან გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, მიზნის მისაღწევად კი ნებისმიერ სცენარს, მათ შორის მკვლელობასაც განიხილავდნენ.


close დახურვა