logo
ENG



გიორგი გაბუნია: არის მცდელობა, რომ ნიკა გვარამია დააპატიმრონ

19 ოქტ 201914:30
3 წუთის საკითხავი
 
25s6i7wmxpg83lv.jpg

პროკურატურაში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამოკითხვის პროცესმა ერთ საათს გასტანა . მთავარი არხის გადაცემა "პოსტ ფაქტუმის" წამყვანმა პროკურატურის შენობა უკვე დატოვა. გამომძიებლებმა მას ხელი მოაწერინეს გაუთქმელობის ხელწერილზე, რის გამოც ის გამოკითხვის დეტალებზე ვერ საუბრობს. ამის მიუხედავად, ჟურნალისტი მიმდინარე გამოძიების პროცესს „მთავარ არხზე“, მის გენერალურ დირექტორსა და ზოგადად, მედიაზე ზეწოლად აფასებს.

"არის იმის მცდელობა, რომ მთავარი არხის გენერალური დირექტორის დაპატიმრება მოხდეს, რაც მე მგონია, რომ არ გამოუვათ, მაგრამ გამოკითხვები ბოლომდე უნდა მიიყვანონ. რომ გითხრათ, რომ ჩემს მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ რაიმე რადიკალური ცვლილება შეიტანოს ამ საქმეში, ნამდვილად არა. გვარამიას დაჭერა რომც ვერ მოხერხდეს, ისინი ცდილობენ „მთავარ არხს“ ხელი შეუშალონ,“ - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

„პოსტ ფაქტუმის“ წამყვანი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე იყო დაბარებული.

ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ უკვე გამოკითხა ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორი ზურაბ გუმბარიძე, ამავე ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.


close დახურვა