logo
ENG



გიორგი გახარია პოლიტიკაში დაბრუნდა

22 მარ 202120:10
3 წუთის საკითხავი
 

"ქართული ოცნების" რეალური ოპოზიცია,  ივანიშვილის პროექტი, თუ პოლიტიკური იმუნიტეტის შექმნის მცდელობა - ეს ვერსიები გაჩნდა პოლიტიკურ წრეებში გახარიას ანონსის შემდეგ. ყოფილი პრემიერი ტელეკომპანია ფორმულამ რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ ჩაწერა სახლთან, საიდანაც სავარაუდოდ მომავალ თანაგუნდელებთან ერთად გამოვიდა. გახარია ამბობს, რომ პოლიტიკიდან არ მიდის. სხვა კითხვები უპასუხოდ დატოვა. გახარიას ამ განცხადებას წინ უძღოდა ფარული ჩანაწერების სკანდალი, რომელშიც სუს-ის ახლა უკვე დაკავებული თანამშრომელი ამბობს, რომ საზოგადოებრვივად აქტიურ პირებს უსმენდნენ, გახარიას დავალებით და საბანაძის შესრულებით. ოპოზიცია აცხადებს, რომ ქართულ ოცნებასთან დაპირისპირების შემთხვევაშიც კი გახარია პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და საქმით მოუწევს დამტკიცება, არის თუ არა ივანიშვილის მეორე ოცნება. ამ ფონზე მმართველი პარტია, ერთიანი მესიჯ ბოქსით, ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში დარჩენას მიესალმა.


close დახურვა