logo
ENG



გიორგი გუგავა: 4 აპრილს ოპოზიციის მხრიდან გაცხადდება ხელისუფლების დასრულების გეგმა

12 თებ 202014:14
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია უახლოეს დღეებში კონკრეტულ სტრატეგიაზე მუშაობას დაიწყებს, რომლის თანახმადაც ისინი ოლქებში საერთო მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენენ. ხელისუფლების ოპონენტები განმარტავენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის პარალელურად მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით საზოგადოების გააქტიურება, რისთვისაც საარჩევნო გეგმის შემუშავების გარდა, ქუჩის აქციებიც იგეგმება. პროცესში ჩართულია ოპოზიციის თითქმის სრული შემადგენლობა.

"4 აპრილამდე დატვირთული იქნება ყოველი დღე აქციებით, პიკეტირებით, კონკრეტული პრინციპული ღონისძიებებით, მათ შორის რეგიონებში. ხოლი უკვე 4 აპრილს გაიმართება ფართო მასშტაბიანი აქცია, სადაც ოპოზიციის მხრიდან გაცხადდება ხელისუფლების დასრულების გეგმა",-აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის" წევრი გიორგი გუგავა. 

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულმა ოპოზციამ 4 აპრილს ფართო მასშტაბიანი აქცია დაანონსა.


close დახურვა