logo
ENG



გიორგი ვაშაძემ საოკუპაციო ხაზთან სტრატეგია აღმაშენებლის პრეზენტაცია გამართა

02 მარ 202012:36
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკური გაერთიანება ,,ახალი საქართველო''  საოკუპაციო ხაზთან სტრატეგია "აღმაშენებლის'' პრეზენტაციას მართავს. მოძრაობის ლიდერი გიორგი ვაშაძე, სოფელ ოძისში, ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება. ღონისძიებას ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებიც ესწრებიან. 

ვაშაძის განცხადებით, 2012 წლიდან ოკუპანტებმა საქართველოს რამდენიმე ათეული კილომეტრის ტერიტორია წაართვეს.

„ხელისუფლებას აუცილებლად უნდა ქონდეს დეოკუპაციის სტრატეგია, რას აკეთებს საოკუპაციო ხაზთან, რადგან მუდმივად არ ვიყოთ მსხვერპლი რუსეთის მხრიდან. 55 კილომეტრი შეღობეს 2012 წლის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა. ხალხს იტაცებენ, გვიკლავენ, ჩვენ არაფერს ვაკეთებთ. ჩვენ ვაპირებთ ათ დღეში აქ ჩამოვიდეთ და წარვადგენთ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას თუ რა უნდა კეთდებოდეს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი დავით ქაცარავა კი აცხადებს, რომ ოკუპაცია ზეპარტიულია და პრობლემის მოგვარებაზე ყველა ერთად უნდა ზრუნავდეს.

„ჩვენ ვიმყოფებით სოფელ ოძისში. რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს რუსული საოკუპაციო ბაზა ე.წ. ახმაჯის ბაზა. აგრეთვე რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს საკონტროლო გამშვები პუნქტი ე.წ. ჭიშკარი ახალგორში. ამის იქით არის დატყვევებული 1 500-მდე ახალგორელია, რომელთა პრობლემებიც ხელისუფლებას არ ადარდებს. ეს ოკუპაცია ყველას ტკივილია და ზეპარტიულია. ამ ბრძოლაში ყველა პარტია და მოქალაქე უნდა იყოს ჩართული“, - განაცხადა ქაცარავამ. 


close დახურვა