logo
ENG



გიორგი ვაშაძე: დღევანდელ შეხვედრაზე, საარჩევნო სტრატეგიაზე და ეკონომიკურ გეგმაზე ვიმსჯელებთ

19 მაი 202010:35
3 წუთის საკითხავი
 

გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრები გრძელდება. ხელისუფლების ოპონენტები ამჯერად პარტია „ახალი საქართველოს“ ოფისში შეიკრიბებიან. შეხვედრაზე საარჩევნო სტრატეგიას და მაჟორიტარულ კანდიდატებს განიხილავენ. გარდა ამისა დაიწყებენ ამომრჩეველთან კომუნიკაციისთვის სამოქმედო გეგმის შემუშავებასაც.

„ჩვენ გვექნება მსჯელობა საარჩევნო სტრატეგიაზე, უმძიმეს ვითარებაზე ეკონომიკური თვალსაზრისით, რაც ქვეყანაშია და იმ კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ ამომრჩეველთან დავიწყოთ კომუნიკაცია და ურთიერთობა. გვექნება როგორც მაჟორიტარულ, ასევე იმ პოლიტიკური სუბიექტების სურვილებზე საუბარი, ვისაც უნდა შემოსვლა გაერთიანებულ ოპოზიციაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


close დახურვა