„ახალი საქართველოს“ ლიდერი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისკენ მოუწოდებს.
გიორგი ვაშაძე საერთაშორისო პარტნიორებს დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე.
„საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა თქვას პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე, უნდა დავადგეთ დემოკრატიული განვითარების გზას. მინდა მივმართო ჩვენ მხარდამჭერებს. ახლა კიდევ უფრო მეტი მუშაობის დროა, რათა საბოლოოდ შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება, გიორგი რურუა გათავისუფლდეს და მიღებულ იქნას კონსტიტუციო ცვლილებები.
მადლობა მინდა გადავუხადო დიპკორპუსის წარმომადგენლებს, პირადად აშშ-ს, ევროკავშირის, გერმანიის ელჩებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც აქტიური მონაწილეობა მიიღო ამ პროცესში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.