logo
ENG



გიორგი ვაშაძე: ძირითადი კანდიდატები უნდა დავასახელოთ არჩევნებამდე

20 მაი 202021:14
3 წუთის საკითხავი
 

"გააზრებული მაქვს, რომ ჩვენ გაერთიანებული ოპოზიცია პრემიერობის და არამხოლოდ, ძირითადი კანდიდატები უნდა დავასახელოთ არჩევნებამდე",-ეს განცხადება გიორგი ვაშაძემ "ფორმულას" პირდაპირ ეთერში გააკეთა. 

"ახალი საქართველოს" ლიდერის თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ მოაგვარებს მის პრობლემებს.

"ეს აუცილებელია, რადგან როცა ადამიანი ხმას აძლევს ცვლილებებს, ეს არ უნდა იყოს გაურკვეველი ცვლილებები. მან უნდა იცოდეს ვინ შეასრულებს დაპირებებს, ვინ გადაარჩენს ქვეყანას შიმშილიდან, ვინ შემოაბრუნებს საგარეო სექტორს დასავლეთისკენ. ვერცერთ განვითარებულ ქვეყანას ვერ დამისახელებთ, სადაც ამ სიცხადის გარეშე რომელიმე მძლავრი პოლიტიკური ორგანო იღებს მონაწილეობას არჩევენებში. არავისთვის დასამალი არ არის ის, რომ გაერთიანეული ოპოზიცია ყველაზე მძლავრი პოლიტიკური კონგლომერატია, რომელმაც 2018 წლის არჩევნები ფაქტობრივად მოგიო და მეორე ტურში წაგვართვეს გამარჯვება",-აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

მზად ვარ ყველაზე რთული პასუხისმგებლობა ავიღო, სადაც გუნდი ჩათვლის საჭიროდ. მე არც საპარლაემნტო მანდატი არ მჭირდება და მინდა საქართველომ გაიმარჯვოს.


close დახურვა