logo
ENG



გიორგი ვაშაძე - ჩემ თავს პარლამენტში ვერ ვხედავ

02 ივნ 202021:45
3 წუთის საკითხავი
clock 303

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პარლამენტში საკუთარ თავს ვერ ხედავს. როგორც მან გადაცემა „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა, თუ გუნდი გადაწყვეტს, შესაძლოა, მაჟორიტარობის კანდიდატი იყოს, თუმცა მუშაობას თავად აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობაში ისურვებდა.

კითხვაზე, სურს თუ არა პრემიერ-მინისტრობა, ვაშაძემ აღნიშნა, რომ ეს თვითმიზანი არც მისთვის არის და არც სხვა პოლიტიკოსისთვის უნდა იყოს, რადგან სასწორზე ქვეყნის მომავალი დგას.

„მინდა დავამშვიდო ჩვენი მხარდამჭერები, რომ ყველაფერი კარგად იქნება და დარწმუნებული ვარ, საერთო ენას მოვძებნით. ჩვენს საპირწონეზე ის კი არ დგას, ვინ მოხვდება პარლამენტში და ვინ იქნება კანდიდატი, მაჟორიტარული კანდიდატობა ხომ უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, ურთულესი სამუშაო მოდით ასე შევხედოთ. მთავარი ის არის, რომ ჩვენ გამარჯვების ფორმულას ვდებთ. მე მაგალითად დეპუტატის მანდატი არ მაინტერესებს, ჩემ თავს მე პარლამენტში ვერ ვხედავ. მაჟორიტარი ვიქნები თუ არა გუნდი გადაწყვეტს. მე უბრალოდ ჩემ შინაგან განწყობას გეუბნებით, მე დღე და ღამე უნდა ვირბინო, მიყვარს ბევრ ხალხთან ურთიერთობა, შრომა, ახალი პროექტების წამოწყება, შემოქმედებითი პროცესი. თვითმიზანი პრემიერობა არ არის. მთავარი გადაწყვეტილება რაც უნდა მივიღოთ ოქტომბერში ეს არის, რომ საქართველო გააგრძელებს ამ რაღაც ორღობის განვითარებას ივანიშვილისეულს, რომელსაც ამბიცია არ უნდა ჰქონდეს თუ საქართველო რეგიონის ლიდერი იქნება, რომელიც წინ მიდის და ვითარდება. აქ იმხელა რაღაც დევს, რომ დარწმუნებული ვარ ბევრი ჩვენგანი პირად ამბიციებზე უარს იტყვის და საერთო საქმისთვის იმოქმედებს“, - განაცხადა ვაშაძემ. 


close დახურვა