logo
ENG



გიორგი კეკელიძე საოკუპაციო ხაზთან აქციას უერთდება

14 დეკ 201911:44
3 წუთის საკითხავი
 
c4xw77eaidsxvpg.jpg

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე, 15 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიერ დაანონსებულ აქციას უერთდება, რომელიც საოკუპაციო ხაზთან გაიმართება.

კეკელიძე ამის შესახებ თავის Facebook-გვერდზე წერს და ასახელებს 5  მიზეზს, რატომაც  აქციას უერთდება:

„1) ცხადად გამოჩნდა, რომ მტრის წინაშე პირში წყლის ჩაგუბებით, ეს წყალი საწამლავად იქცევა, ვყლაპავთ და ჩვენვე გვწამლავს. მტერი ამას არ ,,გვიფასებს" და ,,სასამართლომ" გუშინ მკაფიოდ შემოგვითვალა: ,,ეგ თქვენი დუმილი ჩვენ არ გვესმის, ყრუ ვართ და ულმობელი"

2) მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ საქართველოში სხვა დანარჩენი მილიონებისთვის თითოეული ადამიანი დგას სამყაროს ცენტრში და ეს ცენტრი იქ ინაცვლებს, სადაც ის ადამიანი იტანჯება

3) მსოფლიომ და მათ შორის ჩვენც უნდა დავინახოთ - თავისუფლება არის მთავარი ნიშანი ადამიანად ყოფნის უპირატესობის და ეს უპირატესობა სხვა ადამიანის უსამართლო პატიმრობის წაყრუებით არ უნდა დავთმოთ

4) ხვალ, ოკუპაციის ხაზთან დგომა, არის ერთადერთი გზა ქართული გახლეჩილი საზოგადოების გადარჩენის, იმის ხმამაღლა თქმის შესაძლებლობა, რომ იქ სადაც ადამიანის და სამშობლოს თავისუფლების საკითხი დგას, იშვიათად, მაგრამ მაინც შეგვიძლია გაერთიანება

5) ხვალ, ოკუპაციის ხაზთან, მე მივდივარ არა მხოლოდ ვაჟა გაფრინდაშვილის, არამედ ჩემი, შენი და მისი თავის გამოხსნის მოთხოვნით“, - წერს გიორგი კეკელიძე.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც ცხინვალის ე.წ სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა, გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა 15 დეკემბერს საოკუპაციო ხაზთან აქცია დააანონსეს.

 


close დახურვა