„ციანიდის საქმეში“ ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძს ოჯახის წევრები და მხარდამჭერები პარლამენტის წინ იკრიბებიან. ისინი ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მოაწყობენ მსვლელობას.
დეკანოზის ძმის თქმით, ამ აქციით სოლიდარობას გამოუცხადებენ ყველას, ვინ ხელისუფლებისგან დაზარალდა.
„ჩემი ძმის უკანონოდ დაჭერას ხელი მოაწერა ბიძინა ივანიშვილმა. დღეს ის საპატრიარქოსთან შეთანხმებით არ ათავისუფლებს უდანაშაულო ადამიანს. ჩვენ გადავწყვიტეთ, ბიძინა ივანიშვილთან გაგვემართა აქცია და შეგვეხსენებინა ქვეყნის ამ უმდიდრესი და უბოროტესი ადამიანისთვის, რომ ჩვენ არ გვეშინია და არ გავჩერდებით. დარწმუნებულები ვართ, რომ სამართლიანობას მივაღწევთ. ასევე, გვსურს, რომ შემოგვიერთდეს ბიძინა ივანიშვილისგან დაზარალებული ყველა ადამიანი და ერთად დავამარცხოთ ის“ - ამბობს თორნიკე მამალაძე.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი აცხადებს, რომ აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს.
გიორგი მამალაძე 2017 წლის თებერვალში დააკავეს. მას ბრალი მკვლელობის მომზადებაში ედება.