logo
ENG



გიორგი მარგველაშვილი დუშეთში ტურიზმის განვითარებაზე იწყებს ზრუნვას

28 ოქტ 201920:33
3 წუთის საკითხავი
 
5knwhoq4xfto07k.jpg

გიორგი მარგველაშვილი დუშეთისთვის ახალი დატვირთვის მინიჭებას ცდილობს. ყოფილი პრეზიდენტის სახლთან ახლოს მულტიპროფილური სივრცე გაჩნდა, სადაც სულ მალე ერთდროულად არაყს გამოხდიან, იჯირითებენ, ტყეებში ჩადგმულ კოტეჯებში ღამეს გაათენებენ და სამთო გამყოლის პროფესიასაც შეისწავლიან. ქალაქის ეკო-სისტემისა და ტურიზმის განვითარება, პრეზიდენტისა და მისი მეგობრების ახალი საქმიანობაა.  

სამომავლოდ პრეზიდენტი და მისი მეგობრები ტურისტებს  დუშეთში  სათავგადასავლო ტურებსაც შესთავაზებენ.  უახლოეს მომავალში გაიხსნება სკოლაც, სადაც სამთო გამყოლის პროფესიას მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელებს შეასწავლიან.   


close დახურვა