„დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევა კანონმდებლობით დადგენილი წესით მიდიოდა,“ - ამის შესახებ განცხადებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე აკეთებს.
„კონკურსი მიდიოდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით. ეს არის კანონით და საბჭოს რეგლამენტით დადგენილი პროცედურა. პროცესი არ არის საჯარო, შესაბამისად არ იქნებოდა საჯარო სია, ისე როგოც მაგალითად ხდება ხოლმე მოსამართლეთა კონკურსის შემთხვევაში, რომ წინასწარ ვაქვეყნებთ, ვიწვევთ ჩვენ დამსწრეებს და მედიას, ასე ამ შემთხვევაში არ ხდება იმიტომ, ეს გასაუბრების პროცედურა კანდიდატებთან არ არის საჯარო,“ - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლოს დამოუკიდებელ ინსპექტორად ზურაბ აზნაურაშვილი დაინიშნა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საბჭოს აკრიტიკებენ გაუმჭვირვალე და დახურული პროცესის გამო. რადგან დღევანდელ დღემდე ცნობილი არ იყო სასამართლოს დამოუკიდებელი ინსპექტორობის კანდიდატების სახელები და გვარები და მედიის წარმომადგენლებსაც რამდენიმე წუთით ადრე მიეწოდა ეს სია.