logo
ENG



გიორგი მშვენიერაძე: ოპონენტების განეიტრალება ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნებას ნიშნავს 

11 თებ 202014:22
3 წუთის საკითხავი
 

არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს ერთობლივ განცხადებას გამოაქვეყნებენ, სადაც განმარტავენ რა დარღვევები დაფიქსირდა გიგი უგულავას საქმის მართლმსაჯულების პროცესში და რა მიანიშნებს პოლიტიკურ დევნაზე. მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ ძველი საქმეების გაცოცხლებით, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ველს ოპონენტებისგან ასუფთავებს. 

„პირველი ინსტანციიდან ბევრ დარღვევას ჰქონდა ადგილი. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, არამხოლოდ იმაზე, რომ 9 თვეზე მეტხანს დაჰყო გიგი უგულავამ პატიმრობაში, რაც კონსტიტუციის დარღვევა იყო, არამედ სხვა მნიშვნელოვან დარღვევებზეც, აღსანიშნავია ისიც, როდის მოხდა მისი დაპატიმრება - ეს მოხდა ადგილობრივი არჩევნების წინ, როდესაც გიგი შტაბის უფროსი იყო. ცხადია, ეს გამოძიება იმისკენ იყო მიმართული, რომ ის ჩამოშორებოდა პოლიტიკას“,- განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე კი აცხადებს, რომ ხელისუფლება  მართლმსაჯულების გამოყენებით პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალებას ცდილობს, ამის მიზანი კი „ქართული ოცნების“ ძალაუფლების შენარჩუნებაა.

„არ დარჩა ქვეყანაში არც ერთი პოლიტიკური ლიდერი, არ დარჩა დამოუკიდებელი ტელევიზია, რომლის მენეჯერები, ხელმძღვანელები ან მეწილეები არ არიან პასუხისგებაში მიცემული ან რომლის ოჯახის წევრებსაც არ ემუქრება ხელისუფლება. დღეს ხელისუფლებას აქვს ეს პოლიტიკური ნება, რომ მართლმსაჯულების გამოყენებით გაანეიტრალოს პოლიტიკური ოპონენტები. ხელისუფლების ყველა შტო მიტაცებული აქვს ერთ პირს. ეს არის არაფორმალური მმართველი ხოლო, პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალება მისი ძალაუფლების კიდევ უფრო გავრცობას და შენარჩუნებას ნიშნავს“,- განაცხდა გიორგი მშვენიერაძემ.


close დახურვა