საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას პროცესი იმართება. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრება. რურუას გათავისუფლების შუამდგომლობად ადვოკატები დღეს აღარ დააყენებენ. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით ედავებიან, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.