![hghvde9zp05hot2.jpg](/uploads_script/news/thumb_hghvde9zp05hot2.jpg)
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 20 ივნისის აქციის დროს დაშავებული გიორგი სულაშვილი დაზარალებულად ცნო, - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ფორმულა" პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, დაზარალებულად იქნა ცნობილი გიორგი სულაშვილი", - აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე, 4-თვიანი ლოდინის შემდეგ დაზარალებულის სტატუსი კიდევ ერთმა პირმა, მაკო გომურმა მიიღო. მან, სულაშვილის მსგავსად, აქციაზე თვალი დაკარგა.