logo
ENG



გიორგი ქადაგიძე: არის მცდელობა, წაგვართვან არჩევანის უფლება

25 ნოე 201919:17
3 წუთის საკითხავი
 
v8j7xd9om5fgiuz.png

„არის მცდელობა წაგვართვან არჩევანის უფლება“, - ამის შესახებ განცხადებას, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ქადაგიძე აკეთებს. მისი განცხადებით, ერთ მხარეს არის ქართველი ხალხის ნება - ჰქონდეს სამართლიანი არჩევნების უფლება, მეორე მხარეს არის - მცდელობა წაგვართვან არჩევანის უფლება და ეს არასდროს არ მთავრდება კარგად ხელისუფლებისთვის.

„ერთ მხარეს არის ქართველი ხალხის ნება - ჰქონდეს სამართლიანი არჩევნების უფლება, ამ ნებას სრულიად მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოება, ყველა ჩვენი პარტნიორი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები პრაქტიკულად ყველა არის ერთ მხარეს. მეორე მხარეს არის - მცდელობა წაგვართვან არჩევანის უფლება. ეს არასდროს არ მთავრდება კარად ხელისუფლებისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჯერ კიდევ არ არის გადახაზული წითელი ხაზი, და ჯერ კიდევ არის იმის დრო, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.


close დახურვა