logo
ENG



გირჩის ამომრჩეველი არც ერთ შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძეს ხმას არ მისცემს-გირჩი-ჯაფარიძე

05 ივნ 202012:45
3 წუთის საკითხავი
clock 472
33yt0s20meut8o3.jpg

"არსებობენ კანდიდატები, რომელსაც გირჩის ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი, არც ერთ შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს,-ამ განცხადებაში გირჩის ლიდერმა, ზურა გირჩი-ჯაფარიძემ ენმ-ს წევრზე, გრიგოლ ვაშაძეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშაძის მიმართ მისი ამომრჩევლის ნეგატიური დამოკიდებულების მიზეზი, თავად გრიგოლ ვაშაძის მიერ გაკეთებული განცხადებებია, რამაც "გირჩის" ამომრჩევლის ნდობის დაკარგვა განაპირობა. 

"არსებობენ კანდიდატები, რომელსაც გირჩის ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი, არც ერთ შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს, მაგალითად "ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც ისეთი სისულელეები და შეურაცხმყოფელი რაღაცეები აქვს ნალაპარაკები გირჩის ამომრჩეველთან მიმართებაში, ისინი მას მხარს არ დაუჭერენ. ეგეთი ხალხი არსებობს, თუმცა ყველა პარტიაში არსებობს ადამიანი, რომელსაც არ აქვს ასეთი ნეგატივი,"-აცხადებს ზურა გირჩი-ჯაფარიძე


close დახურვა