logo
ENG



გლაზგოში თავდასხმის შედეგად მხოლოდ თავდამსხმელი დაიღუპა

27 ივნ 202015:08
3 წუთის საკითხავი
 

გლაზგოს პოლიციამ ქალაქის ცენტრში მომხდარი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია განაახლა. გამოძიების ცნობით, თავდამსხმელი ერთადერთია, ვინც მომხდარის შედეგად დაიღუპა. მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დანით შეიარაღებულმა პირმა ორი ადამიანი მოკლა, თავად ეჭვმიტანილს კი სამართალდამცველებმა ესროლეს.

თავდასხმა სასტუმროს წინ მოხდა, სადაც ე.წ. ლოკდაუნის პერიოდში, თავშესაფრის მაძიებლები ცხოვრობენ. საავადმყოფოში 6 დაშავებული გადაიყვანეს, მათ შორის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 42 წლის სამართალდამცველი. თავდასხმას გამოძიება ტერორიზმს არ უკავშირებს.


close დახურვა