logo
ENG



გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

22 ოქტ 201917:44
3 წუთის საკითხავი
 
argq507fbupwox4.jpg

გლდანის ციხეში წლის 39 წლის პატიმარი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი ბრალდებულს ქონდა ბოდვითი აშლილობა; ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა; ინსომნია; არტერიული ჰიპერტენზია; ცეფალგია; ქრონიკული ვირუსული ც ჰეპატიტი და იმყოფებოდა პირველადი ჯანდაცვის გუნდის სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ. 

„მსჯავრდებული დ. კ. (დაბ. 1980 წ.) 17.08.2015 წლიდან იხდიდა სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (ძარცვა). მსჯავრდებული იმყოფებოდა პირველადი ჯანდაცვის გუნდის სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ. სამედიცინო გამოკვლევების და კონსულტაციების საფუძველზე, დადგენილი ჰქონდა დიაგნოზი: ბოდვითი აშლილობა; ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა; ინსომნია; არტერიული ჰიპერტენზია; ცეფალგია; ქრონიკული ვირუსული ჩ ჰეპატიტი (ნამკურნალები – 2018წ); ჩატარებული ჰქონდა დადგენილი დიაგნოზების შესაბამისი მკურნალობა.

ამ ეტაპზე, ფსიქიატრის რეკომენდაციით დანიშნული ჰქონდა და იღებდა პრეპარატს “კეტილეპტი” 50 მგ. დღე-ღამეში. მსჯავრდებულმა ბოდვითი აშლილობის გამო, რამდენჯერმე გაიარა სტაციონარული მკურნალობის კურსი სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში. ბოლოს 27.08.2019–29.08.2019წწ მოთავსებული იყო N18 პენიტენციურ (ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო) დაწესებულებაში, ხოლო 30.08.2019 წ. გადაყვანილ იქნა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც იმყოფებოდა ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში. მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს, რომელმაც 21 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება მომხდარ ფაქტზე,” – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 


close დახურვა