logo
ENG



გლდანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

08 ივლ 202000:35
3 წუთის საკითხავი
clock 823
bfh7qnc2zv5dp5h.jpg

გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, “აუდისა” და “მერსედესის” მარკის ავტომობილები გზაზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მანქანა ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც “ფორმულას” შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია).


close დახურვა