გლდანში, გამვლელის მიერ დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დრომდე მძიმეა. 15 წლის ბიჭს გუშინ განმეორებითი ოპერაცია ჩაუტარდა. არასრულწლოვანი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ სამი დღის წინ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გამვლელმა მამაკაცმა დაჭრა.
"პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, სხვადასხვა მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ, რომლებიც მის ძილს იწვევენ, შესაბამისად კონტაქტის ელემენტები ჯერ გამოხატულია არ არის,"-აცხადებს დაჭრილის მკურნალის ექიმი, ქეთი კუპატაძე.