პარტია თავისუფალი საქართველოს წევრი, გოგი წულაია საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფორმულასთან საუბარში შვილმა თქვა, რომ კლინიკაში იგი გულის ტკივილის ჩივილით მიიყვანეს. გოგი წულაია ამჟამად ქუთაისში, კლინიკა LG-ის რეანიმაციულ განყოფილებაშია.
14 სექტემბერს პარტია თავისუფალმა საქართველომ განცხადება გაავრცელა, რომ მათი თანათავმჯდომარე, გოგი წულაია საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვემო იმერეთის (წყალტუბო, სამტრედია, ვანი, ხობი) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდება.
