logo
ENG



გოდერძის უღელტეხილზე გზის ხარისხიანი რეაბილიტაციის მოთხოვნით, ადგილობრივები აქციას მართავენ

07 აგვ 202020:41
3 წუთის საკითხავი
 

გოდერძის უღელტეხილზე გზის ხარისხიანი რეაბილიტაციის მოთხოვნით, ადგილობრივები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, 47 კილომეტრიანი მონაკვეთი წლებია ამორტიზებულია და გზის დაგება ამ დრომდე არ დაწყებულა.

აქციას გამაფრთხილებელი სახე ჰქონდა, მოსახლეობის თქმით, კომპანიას, რომელმაც აღნიშნული გზის რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს, სხვადასხვა პროექტები უხარისხოდ აქვს შესრულებული.

საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ გზის 5 კილომეტრიან მონაკვეთზე სამუშაოები უკვე დაწყებულია და კომპანიის მიერ შესრულებული ყველა სამუშაო ხარისხიანია. 

 


close დახურვა