logo
ENG



გოიმები - არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოცნების რიტორიკა მძიმდება

21 მაი 202020:33
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკური ტემპერატურის მატებასა და არჩევნების მოახლოებასთან ერთად დამძიმდა „ქართული ოცნების“ რიტორიკა. პოლიტიკურ ლექსიკაში ბიძინა ივანიშვილის გუნდმა სიტყვა გოიმობა დაამკვიდრა. უკვე მეორე დღეა, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მთელ ოპოზიციურ სპექტრს გოიმებს უწოდებს. 

ამ ნიშნით ირაკლი კობახიძემ დღეს ოპონენტებიც კი დანომრა და სიის სათავეში გიგა ბოკერია დაასახელა. პასუხად „ევროპული საქართველოს“ წევრმა კობახიძეს კლასიკოსები შეახსენა, მას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებებზე ერთი ვარაუდი აქვს, რომ კობახიძე ცდილობს თავი შლეგად მოაჩვენოს საზოგადოებას.

ამ სლენგის დამკვიდრება ოცნების პოლიტიკურ ლექსიკაში - მმართველი გუნდის ოპონენტებს  არ გაკვირვებიათ. მათ შორის არც მმართველი გუნდიდან დემარშით წასულ დეპუტატებს. ისინი მოელიან, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად „ოცნების“ სპიკერების მესიჯბოქსი  კიდევ უფრო გამწვავდება. 

ახალი პოლიტიკური ტერმინები დღეს პარლამენტში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ეს იმ ფონზე როდესაც ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობაა.  პანდემიის შემდეგ პირველად შეკრებილ საკანონმდებლო ორგანოში - ქვეყნისთვის გადამწყვეტი საკითხები განიხილება - მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ მოახერხა და საზოგადოების ყურადღება სხვა თემაზე გადაუტანა

წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლექსიკონი სავარაუდოდ კიდევ გამდიდრდება. „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დაპირისპირების ახალი ფრონტი ირაკლი კობახიძის ხელით არჩევნებამდე 5 თვით ადრე გახსნილად გამოაცხადა. 

 


close დახურვა