logo
ENG



გოლეთიანის თქმით, კახა კუჭავამ მათთან შეხვედრის "სურვილი და მზაობა" გამოთქვა

24 მაი 202114:30
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ვარლამ გოლეთიანის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ მათთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. 

შესაბამისად, როგორც გოლეთიანი ამბობს, "რიონის მცველები" ქალაქის პიკეტირებამდე ჯერ კახა კუჭავას შეხვდებიან და შემდგომ ნაბიჯებს ამის შემდეგ დაგეგმავენ. 

რაც შეეხება შეხვედრის ფორმატს - გოლეთიანი ამ ეტაპზე ამ საკითხს მმართველ გუნდთან აზუსტებს. 

მისი თქმით, შეხვედრის გეგმის ორი ვარიანტი არსებობს: 

"მათ მზაობა და სურვილი გამოხატეს, რომ უნდათ შეხვედრა. შემოვუაროთ უკანა მხრიდან პარლამენტს, სადაც, თუკი ექნება სურვილი ბატონ თავმჯდომარეს, გამობრძანდეს. ჩვენ უზრუნველვყოფთ პოლიციასთან ერთად მშვიდობიან შეხვედრას თავმჯდომარესთან, რომ არ იყოს არც შეძახილი. მშვიდობიანად დავდგეთ ყველა ერთად, რომ მოვისმინოთ, რა აქვთ მათ სათქმელი. თუ გვინდა, რომ ყველა ერთად მივიდეთ იქ. თუ დაგთანხმდებიან და გვეტყვიან სათქმელს, უზრუნველვყოთ მშვიდობიანი დახვედრა. 

ან: შევალთ რამდენიმე ადამიანი, ჩავრთავთ ფეისბუქ ლაივით და სხვები გარეთ დაგველოდებით". - თქვა გოლეთიანმა. 


close დახურვა