თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, გორის შესასვლელთან, ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი თხევადი აირით დატვირთულ მანქანას დაეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც ფორმულას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).