გორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა გორმედში გადაიყვანეს.
გორმედის კლინიკური დირექტორის ხათუნა შრუბის ცნობით, ექვსივე პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.