გორთან ახლოს, საავტომობილო მაგისტრალზე ავარია მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდარის გამო ავტობანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.
როგორც ფორმულას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).