გორთან მომხდარ ავარიას კიდევ ერთი, მე-6 ადამიანი ემსხვერპლა. ის ავარიის შემდეგ, მძიმე დაზიანებებით გორის კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს. თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ავარია გორთან, დღეს 30 ოქტომბერს გამთენიისას მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე დაშავდა 11, ხოლო გარდაიცვალა 5 ადამიანი. თუმცა, მოგვიანებით, მსხვერპლი 6-მდე გაიზარდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).