logo
ENG



გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სახლი გაქურდეს

29 ოქტ 202217:03
3 წუთის საკითხავი
 

გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მარლენ ნადირაძის სახლი გაქურდეს.

ფორმულას ინფორმაციით, გორში, ნადირაძის სახლიდან მეხსიერების ბარათებია დაკარგული, სადაც სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ფინანსების ხარჯვითი ნაწილი იყო აღრიცხული.

სავარაუდოდ, ქურდები მეორე სართულზე, აივნიდან გადაძვრნენ. მეზობლები ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩაატარეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. 

მომხდარზე ჯერ არავინ დაუკავებიათ. 


close დახურვა