logo
ENG



გორი-კვარხეთის გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

25 ნოე 202318:59
3 წუთის საკითხავი
 
გორი-კვარხეთის გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გუშინ, საღამოს გორი-კვარხეთის დამაკავშრებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა qartli.ge ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, ავტომანქანაში მყოფი ორი ადამიანი სამხედრო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ.

ფორმულას შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 


close დახურვა