logo
ENG



გორში ალტ-ინფოს წევრები მოქალაქეს დაუპირისპირდნენ

18 მარ 202211:34
3 წუთის საკითხავი
 

ძალადობრივ, პრორუსულ ორგანიზაცია ალტ-ინფოს გორის ოფისთან ხმაური იყო.

სამოქალაქო აქტივისტი მაია სიჭინავა ალტ-ინფოს ოფისის დახურვას ითხოვდა, როდესაც ძალადობრივი ჯგუფის წევრები დაუპირისპირდნენ. მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მედიის წარმომადგენლებსაც.

"ესენი არიან რუსეთის მიერ დაქირავებული პროპაგანდისტები. თვითონ ამბობენ, რომ რუსეთი აფინანსებს. ნუ აყვებით ამათ პროპაგანდას, ესენი დგანან არასწორ ბნელ გზაზე. გორელებს მივმართავ, სირცხვილია, დღეს გორის ცენტრში ამათი პუტინისტების ოფისი იყოს გახსნილი და ეწეოდნენ რუსულ პროპაგანდას, როცა ბომბი ორ ნაბიჯში ჩამოაგდეს", - ამბობს მაია სიჭინავა.

ალტ-ინფოს ოფისების გახსნას აპროტესტებენ სხვადასხვა ქალაქებში. პროტესტის შემდეგ ძალადობრივ ჯგუფს ოფისები დაახურინეს მესტიაში, ოზურგეთში, ხულოსა და შუახევში.


close დახურვა