გორში, კომბინატის დასახლებაში თხევადი გაზის სადგურს ხანძარი გაუჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო სამმა ადამიანმა - დაშავებულები გორმედის კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე მივიდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.