logo
ENG



გორში კორონავირუსით 65 წლის ექიმი გარდაიცვალა

09 იან 202119:56
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/09/nkbjkj2p36c9xt7.jpg

გორში, კლინიკა გორმედში კორონავირუსით 65 წლის ექიმი, მირიან არსაკიძე გარდაიცვალა. ინფორმაცია ფორმულას საავადმყოფოს რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ტატო ჯიქიამ დაუდასტურა.

ექიმი დაწესებულებაში 20 დეკემბრიდან მკურნალობდა, დამატებით დეტალებზე კლინიკაში არ საუბრობენ.

ამ მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 238 086 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელდა 224 718 ადამიანი, გარდაიცვალა 2750. 


close დახურვა