logo
ENG



გორში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ყველა ქორწილს უკავშირდება

13 სექ 202021:34
3 წუთის საკითხავი
 
გორში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ყველა ქორწილს უკავშირდება

გორში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ "ფორმულას" შიდა ქართლის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ეკა ქორჩაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, 8-ვე შემთხვევა გორში გამართულ ქორწილს უკავშირდება. ქორჩაშვილის ცნობით, ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ქარელშიც, რომელიც ასევე ქორწილს უკავშირდება. 

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის 2 227 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 369 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა