გორში, ვერხვების დასახლებაში 42 წლის კაცი მოკლეს.
გარდაცვლილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
მომხდარი სავარაუდოდ, კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის გარჩევას უკავშირდება.
შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია 10-ზე მეტი ტყვიის მასრა. ტერიტორიაზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.